„ქართული ოცნების მმართველობისა და მათი გუნდის ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება”- კონგრესმენი

“ორპარტიული „მეგობრობის აქტი“, რომლის თანაავტორიც მე ვარ, ნათლად აჩვენებს, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობისა და მათი გუნდის ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება” – ამის შესახებ, კონგრესმენმა, ბილ კიტინგმა კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კონგრესმენმა აღნიშნა ქართველი ხალხი თითქმის 30 წელია, მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და აღნიშნა, რომ ამ მისწრაფებას მხარს უჭერს.

„მინდა, მხარდაჭერა გამოვუცხადო „მეგობარ აქტს“, რომელიც ჩემი მეგობრის, ჯო უილსონის მიერ არის წარდგენილი. ორპარტიული „მეგობრობის აქტი“, რომლის თანაავტორიც ვარ მე, ნათლად აჩვენებს, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობისა და მათი გუნდის ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება. ამავდროულად, ქართველი ხალხი თითქმის 30 წელია, მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. აშშ მხარს უჭერს ამ ძალისხმევას. მე მტკიცედ ვუჭერ მხარს ამ მისწრაფებას და ვაფასებ, რომ კონგრესის საგარეო კომიტეტი ამ საკითხს განიხილავს“- განაცხადა კონგრესმენმა ბილ კიტინგმა.

 

მსგავსი თემები