აშშ გერმანიაში შორი მანძილის იარაღის განლაგებას გეგმავს

აშშ 2026 წლიდან გერმანიაში შორი მანძილის იარაღის განლაგებას დაიწყებს. ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას აშშ-ისა და გერმანიის მთავრობები ავრცელებენ. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გადაწყვეტილება აჩვენებს ნატო-სადმი აშშ-ის ერთგულებას და ერთიან ევროპულ შეკავებაში მის წვლილს.

“შეერთებული შთატები 2026 წელს გერმანიაში დაიწყებს თავისი მრავალმხრივი სპეციალური ჯგუფის შორი მანძილის შეიარაღების პერიოდულ განლაგებას, რაც სამომავლოდ ამ შეიარაღების გრძელვადიანი განლაგების გეგემის ნაწილი იქნება. სრულად განლაგების დროს, კონვენციური შორი მანძილის იარაღის ერთეულები მოიცავს SM-6-ს, Tomawahk-ს და ჰიპერბგერით იარაღს, რომლებსაც გაცილებით მეტი მოქმედების მანძილი აქვთ, ვიდრე ევროპაში განლაგებულ ამჟამინდელ სახმელეთო იარაღს. ამ განვითარებული შესაძლებლობების განლაგება აჩვენებს ნატო-სადმი აშშ-ის ერთგულებას და ერთიან ევროპულ შეკავებაში მის წვლილს” – ნათქვამია განცხადებაში.

 

მსგავსი თემები