პრეზიდენტმა მალხაზ პარკაძე მტკვარში მოქალაქის გადარჩენისთვის დააჯილდოვა

საქართვრლოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2024 წლის 27 ივნისს, მდინარე მტკვარში ადამიანის გადარჩენისთვის მალხაზ პარკაძე “სამოქალაქო თავდადების” მედლით დააჯილდოვა. დაჯილდოვების ცერემონიალი ორბელიანების სასახლეში გაიმართა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მალხაზ პარკაძის თავდადება დასაფასებელია.

„ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ის, რაც თქვენ გააკეთეთ და ასევე, მნიშვნელოვანია ამის აღიარება. საზოგადოება იწყება იქ, სადაც არის თავდადება, სადაც ერთმანეთის  მიმართ ინდიფერენტულობა არ სუფევს და პირიქით, ადამიანები მზად არიან ერთმანეთის დასახმარებლად თუნდაც თავიანთი სიცოცხლის ფასად წავიდნენ რისკზე, სწორედ ეს ქმნის ძლიერ საზოგადოებას.

დღევანდელ დღეს საზოგადოება გამოცოცხლებულია. ეს დავინახეთ ახალგაზრდების გამოსვლებში. ყოველდღიურად ვხედავთ, რომ ისინი მზად არიან თავიანთი პასუხისმგებლობა აიღონ, და ეს იწყება პიროვნებიდან და თქვენ ამისი განსახიერება ხართ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს ყველაფერი გამოგივიდათ და რომ კარგად დასრულდა.

დასაფასებელია და თქვენი თავდადებაც და მოქალაქეობრივი შეგნებაც ჩვენ უნდა ვაღიაროთ, და მაგალითად წარმოვადგინოთ რადგან, თუ რამე აკლია ჩვენ ქვეყანას და ჩვენს საზოგადოებას სწორედ ასეთი მაგალითებია. როცა იწერება სხვა როგორ იქცევა და მერე შენც მიიჩნევ, რომ შენც შეგიძლია ასე მოიქცე და ეცდები“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

მსგავსი თემები