საპროკურორო საბჭომ გენპროკურორობის სამი კანდიდატი შეარჩია

საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორობის სამი კანდიდატი ვიქტორ ახალბედაშვილი, დარეჯან ბუცხრიკიძე და გიორგი გაბიტაშვილი შეარჩია.

„საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირთა კენჭისყრის შედეგები შემდეგია: ვიქტორ ახალბედაშვილი – 9 ხმა, დავით ბარბაქაძე – 1 ხმა, ლალი ბუნტური – 0 ხმა, დარეჯან ბუცხრიკიძე – 10 ხმა, გიორგი გაბიტაშვილი – 11 ხმა, ალექსანდრე კობაიძე – 0 ხმა, ანდრონიკ სარიბეკოვი – 1 ხმა.

აღნიშნული მონაცემებით, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, საქართველოს გენერალური პროკურორობის სამი კანდიდატი – ვიქტორ ახალბედაშვილი, დარეჯან ბუცხრიკიძე და გიორგი გაბიტაშვილი შეირჩა.

გენერალური პროკურორობის კანდიდატებს 11 ივლისს, 11:00 საათზე, საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი. კენჭისყრა ფარულია. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, გაბიტაშვილი ამჟამად გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობას იკავებს და გენპროკურორობის პოსტზე ფავორიტად მიიჩნევა, მას მხარდაჭერა საქართველოს პროკურატურის 463-მა პროკურორმა და გამომძიებელმა გამოუცხადა.

მსგავსი თემები