მოსკოვის სასამართლომ იულია ნავალნაია დაუსწრებლად დააკავა და ძებნა გამოაცხადა

მოსკოვის ბასმანის რაიონულმა სასამართლომ, ალექსეი ნავალნის ქვრივს, იულია ნავალნაიას დაუსწრებლად ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალად ედება “ექსტრემისტულ გაერთიანებაში მონაწილეობა”.

„ნავალნაიას ბრალი წაუყენეს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 282.1 მუხლის მე-2 ნაწილით  (ექსტრემისტულ გაერთიანებაში მონაწილეობა). იულია ნავალნაია წინასწარი გამოძიების ორგანოებს მიემალა და ამიტომ ძებნილთა სიაშია. სასამართლომ დააკმაყოფილა გამოძიების მოთხოვნა და მიუსაჯა აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა“, – აცხადებენ სასამართლოში.

ინფორმაციისთვის, იულია ნავალნაიამ 1-ელ ივლისს, უფლებადამცველი ორგანიზაცია HRF-ის ხელმძღვანელის თანამდებობა დაიკავა.

მსგავსი თემები