“კიევის ბავშვთა საავადმყოფოზე თავდასხმა შემზარავია”- ილია დარჩიაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, 8 ივლისს კიევში ბავშვთა საავადმყოფოს დანგრევის შედეგად მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.

მინისტრის შეფასებით, ბავშვთა საავადმყოფოზე თავდასხმა შემზარავია.

“კიევის ბავშვთა საავადმყოფოზე თავდასხმა შემზარავია. დაუშვებელია მშვიდობიანი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ბავშვების წინააღმდეგ მიმართული აგრესია და თავდასხმები. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს” – წერს ილია დარჩიაშვილი X-ის პირად გვერდზე.

მსგავსი თემები