კიევში, ბავშვთა საავადმყოფოს ტერიტორიაზე სამაშველო სამუშაოები დასრულდა

კიევში, უკრაინის უდიდესი ბავშვთა საავადმყოფოს ,,ოხმადეტის” ტერიტორიაზე სამაშველო სამუშაოები დასრულდა. ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ კლიმენკო ავრცელებს.

,,რუსეთის თავდასხმის შედეგად ამ ლოკაციაზე 2 ადამიანი დაიღუპა, 32-მა დაშავებულმა მიმართა სამედიცინო დახმარებას. 8 ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ზოგადად, ამ დროისთვის, 8 ივლისს რუსეთის დარტყმების შედეგად კიევში დაიღუპა 29 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი, დაშავდა 117 ადამიანი, მათ შორის 10 ბავშვი“, – აღნიშნა კლიმენკომ.

8 ივლისს ოკუპანტებმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო იერიში მიიტანეს. რუსებმა Kh-101 ტიპის რაკეტები სწორედ ბავშვთა საავადმყოფოს ესროლეს. გაშვებული 38-დან, უკრაინის საჰაერო ძალებმა 30 რაკეტა ჩამოაგდეს.

მსგავსი თემები