კიევში გლოვის დღეა

დღეს, 9 ივლისს უკრაინის დედაქალაქ კიევში გლოვის დღეა. ბოლო მონაცემებით, რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა, მათ შორის ოთხი ბავშვია, დაშავდა 117 ადამიანი.

საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურში განმარტავენ, რომ კიევის შევჩენკოვსკის რაიონში ღამით, ნანგრევებში ბიჭის ცხედარი იპოვეს. სამუშაოები გრძელდება.

8 ივლისს, დილით, რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა. კიევში ერთ-ერთი რაკეტა მოხვდა ქვეყნის უდიდეს ბავშვთა საავადმყოფოს, ასევე კერძო კლინიკასა და საცხოვრებელ კორპუსებს.

ცნობილია, რომ ბავშვთა საავადმყოფოში ექიმი და ერთ-ერთი პაციენტის ნათესავი დაიღუპა, დაშავდა 50-ზე მეტი ადამიანი. რაც შეეხება კერძო კლინიკას, Interfax-Ukraine იტყობინება, რომ ხუთი ექიმი და ორი პაციენტი გარდაიცვალა.

 

მსგავსი თემები