ჩინეთმა და ბელარუსმა, პოლონეთის საზღვართან, ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს

ჩინეთმა და ბელარუსმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები პოლონეთის საზღვრიდან რამდენიმე მილის დაშორებით დაიწყეს.

,,მანევრები გაგრძელდება 19 ივლისამდე და მიმდინარეობს ქალაქ ბრესტის მახლობლად მდებარე სასწავლო ბაზაზე”, – განაცხადა ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ.

წვრთნები დაიწყო ვაშინგტონში ნატოს სამიტის წინა დღეს, სადაც მისი 32 წევრი ქვეყანა, მათ შორის პოლონეთი, შეიკრიბება რათა განიხილონ უკრაინის შემდგომ სამხედრო და ფინანსურ მხარდაჭერა.

,,ანტიტერორისტული წვრთნების” ფარგლებში, ჩინელი და ბელარუსიელი სამხედროები ივარჯიშენებ ღამის დაშვებაში, წყლის დაბრკოლებების გადალახვასა და დასახლებულ პუნქტებში ოპერაციების ჩატარებაში, განაცხადა რუსეთის მოკავშირე ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ.

გაურკვეველია, რამდენი ჯარისკაცი მონაწილეობდა წვრთნებში.

მსგავსი თემები