ომის მოწინააღმდეგე 62 წლის აქტივისტი ციმბირის ციხის გამკაცრებულ პირობებში მოათავსეს

ციმბირის ციხის ადმინისტრაციამ, ომის მოწინააღმდეგე 62 წლის აქტივისტი ნატალია ფილონოვა ციხის გამკაცრებულ პირობებში მოათავსეს. ინფორმაციას რუსი უფლებადამცველი, სვიატოსლავ ხრომენკოვი ავრცელებს.

ფილონოვა ახლა ციხის იმ ნაწილშია, სადაც პატიმრები უფრო მკაცრი კონტროლის ქვეშ არიან, შეზღუდული აქვთ წვდომა საპყრობილის სხვა ტერიტორიასთან და შეზღუდული აქვთ მეგობრებისა და ნათესავების ვიზიტები.

ფილონოვა 17 თვიან სასჯელს პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით იხდის. ის 2022 წელს ომის საწინააღმდეგოდ გამართულ აქციაზე დააკავეს. ის ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

მსგავსი თემები