“მინდა, გამოვხატო ჩემი აღტაცება, ვიქტორ ორბანის მიმართ, რომ უყოყმანოდ წავიდა კიევსა და მოსკოვში“- რობერტ ფიცო

“მინდა, გამოვხატო ჩემი აღტაცება უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მიმართ, რომ უყოყმანოდ წავიდა კიევსა და მოსკოვში” – ამის შესახებ, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ სლოვაკეთის სახალხო დღესასწაულისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჯანმრთელობის მდგომარეობას რომ ხელი შეეწყო, მეც სიამოვნებით შევუერთდებოდი“ – აღნიშნა ფიცომ.

აღასანიშნავია, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი მისი მკვლელობის მცდელობის შემდეგ საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი რუსეთში გუშინ ჩავიდა. მან რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა გამართა, რის შემდეგაც ორი ქვეყნის ლიდერებმა განცხადებები გააკეთეს.

 

მსგავსი თემები