,,ევროკავშირს არავითარი ფორმით არ წარმოადგენს” – ბორელი ორბანის მოსკოვში ვიზიტზე

უნგრეთის პრემიერის, ვიქტორ ორბანის მოსკოვში ჩასვლას ეხმაურება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი. მისი თქმით, ეს ვიზიტი ,,ექსკლუზიურად, უნგრეთსა და რუსეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში მიმდინარეობს”.

როგორც ბორელმა აღნიშნა, პრემიერმინისტრ ორბანს არ მიუღია ევროკავშირის საბჭოსგან მოსკოვში ვიზიტის მანდატი.

,,უნგრეთი ახლა ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, რომელიც, როტაციული პრინციპით, 2024 წლის 31 დეკემბრამდე ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეა. ეს არ გულისხმობს კავშირის რაიმე გარე წარმომადგენლობას, ეს არის ევროსაბჭოს პრეზიდენტის პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ან მთავრობის მეთაურების დონეზე, და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მინისტრთა დონეზე.

ევროკავშირის პოზიცია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომზე აისახება ევროპის საბჭოს ბევრ დასკვნაში. ეს პოზიცია გამორიცხავს ოფიციალურ კონტაქტებს ევროკავშირსა და პრეზიდენტ პუტინს შორის. ამრიგად, უნგრეთის პრემიერმინისტრი არ წარმოადგენს ევროკავშირს არავითარი ფორმით”, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები