სექსუალური ძალადობის გამო, ფსიქოლოგს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ლიეტუვის სასამართლომ, ყოფილი ფსიქოლოგი, ტომას კელპშა თავშესაფრის მაძიებელი მიგრანტების მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნო. კრიმინალური ქმედების განხორციელების დროს, ის დევნილთა ცენტრში მუშაობდა.

Delfi-ის ცნობით, ვილნიუსის საოლქო სასამართლომ, ტომას კელპშას 1.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ჯარიმის სახით, 5 000 ევროს გადახდა დააკისრა. ამასთან კელპშა ვალდებულია 4 დაზარალებულს, თითოს 10 000 ევროს ოდენობით თანხა გადაუხადოს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, კელპშას ქონება დაყადაღებულია, რათა მან სასამართლოს მიერ დაკისრებული ვალდებულება შეასრულოს.

მსგავსი თემები