რუსების თავდასხმების შედეგად ხარკოვის ოლქში 3 ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა

ხარკოვის ოლქში, გასული დღის განმავლობაში, რუსების თავდასხმების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა. ამის შესახებ ხარკოვის ოლქის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა.

მისი თქმით, ქალაქ კუპიანსკში საზენიტო რაკეტით დაბომბვის შედეგად საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა, სოფელი ლოსივკას დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, იზიუმის რაიონში, ქალაქ ბოროვაში კი წიწვოვან ტყეში გაჩნდა ხანძარი.

კუპიანის რაიონში, თავდასხმას 1 ქალი ემსხვერპლა, დაშავდა 4 ქალი და 1 კაცი. ხარკოვის რაიონის, სოფელ რუსკა ლოზოვაზე იერიშის შედეგად 1 ქალი დაიღუპა და 1 კაცი დაშავდა. კუპიანის რაიონში დაზიანდა საკრებულოს შენობა.

მსგავსი თემები