29 მოგერიება – მამარდაშვილი ევრო 2024 -ის საუკეთესო მეკარეა

გიორგი მამარდაშვილი ევროპის ჩემპიონატზე მოგერიებული ბურთების რაოდენობით ამ ეტაპზე ტურნირის საუკეთესო მეკარეა. მას 29 მოგერიება აქვს. ინფორმაციას, უეფა-ს ოფიციალური გვერდი ავრცელებს. 23 წლის მამარდაშვილი ამ მაჩვენებლით ერთპიროვნული ლიდერია და კონკურენტებს დიდი უპირატესობით ასწრებს.

ევრო 2024-ზე საუკეთესო მეკარეების ხუთეული ასეთია:

1.გიორგი მამარდაშვილი, საქართველო – 29 მოგერიება;

2. ფლორიან ნიტა, რუმინეთი – 16;

3.ჯანლუიჯი დონარუმა, იტალია – 14;

4.იან ობლაკი, სლოვენია – 14;

5.კოენ კასტელსი, ბელგია – 14.

მსგავსი თემები