ბათუმში პარაშუტის ჩამოვარდნის შედეგად ტურისტი დაიღუპა

ადგილობრივების ინფორმაციით,  ძლიერი ქარის შედეგად პარაშუტი ჩამოვარდა, რომელზეც ტურისტი ცოლ-ქმარი იმყოფებოდა.  დაშავებული მამაკაცი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა, ხოლო ქალი ადგილზე დაიღუპა.

როგორც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში აცხადებენ, დაშავებული მამაკაცი კონტაქტურია. ადგილზე შესაბამისი სამსახურები იყვნენ მობილიზებული.

მსგავსი თემები