ვიქტორ ორბანი ხვალ მოსკოვში ჩავა

კიევში ვიზიტიდან რამდენიმე დღეში უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მოსკოვში ხვალ ჩავა. ინფორმაციას უკრაინული მედია ჟურნალისტებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, მასთან ერთად რუსეთის დედაქალაქში ჩავა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტოც.

ამასთან, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ორბანი 5 და 6 ივლისს აზერბაიჯანში თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

ბოლოს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პუტინს გასული წლის ოქტომბერში ჩინეთში შეხვდა.

მსგავსი თემები