რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუმინეთის საელჩოს თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუმინეთის ელჩი კრისტიან ისტრატე საგარეო უწყებაში დაიბარეს და შენიშვნა მისცეს, ხოლო რუმინეთის საელჩოს თანამშრომელს, რომლის ვინაობასაც არ ასახელებენ, რუსეთიდან გააძევებენ.

რუსეთის საგარეო უწყების განმარტებით, ეს არის პასუხი რუმინეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე, ბუქარესტში რუსეთის საელჩოს თანამშრომლის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების შესახებ.

ინფორმაციისთვის, მაისის ბოლოს რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა ბუქარესტში რუსეთის საელჩოს ერთ-ერთი დიპლომატი. რუმინეთში მაშინ განაცხადეს, რომ საელჩოს თანამშრომელი ეჭვმიტანილია საქმიანობაში, რომელიც ეწინააღმდეგება ვენის კონვენციას დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ.

მსგავსი თემები