“დიდი სიხარული და ოპტიმიზმი მოგვიტანა“- რობინ დანიგანი საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატში ისტორიული ასპარეზობა მიულოცა. ელჩის განცხადებით, ნაკრებმა ყველას სიხარული და ოპტიმიზმი მოუტანა.

„მსურს ამ საღამოს ზეიმი დავიწყოთ იმით, რომ მივულოცო გუნდს, რომელმაც მთელს საქართველოს და ყველას, ვისაც საქართველო გვიყვარს, დიდი სიხარული და ოპტიმიზმი მოგვიტანა– ვულოცავ ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს და ყველა საქართველოს მოქალაქეს ევროპის ჩემპიონატში ისტორიულ ასპარეზობას!“- აღნიშნა ელჩმა.

 

მსგავსი თემები