„არანაირი სანქცია, არცერთ ძალოვანთან და მათ შორის არც ჩემთან არ მოსულა“- ვაჟა სირაძე

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ვაჟა სირაძე ძალოვნების დასანქცირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. მისი თქმით, არანაირი შეღზუდვა და სანქცია, არც მასთან არც სხვა თანამშრომლებთან არ მისულა.

„თითქოს მე და გარკვეული ძალოვნები დასანქცირდა. პირდაპირ უნდა გითხრათ, რომ ძალიან ცუდია, როდესაც გადაუმოწმებელ ინფორმაციას გარკვეული ტელეარხები ავრცელებთ. ვინაიდან არანაირი სანქცია და შეზღუდვები არცერთ ძალოვანთან და მათ შორის არც ჩემთან არ მოსულა. ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს შეერთებულ შტატებთან და ასევე ევროკავშირის ქვეყნებთან“- განსაცხადა მან.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს შემოაქვს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკა, რომელიც გავრცელდება იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიის შელახვაზე, ასევე, მათი ოჯახის წევრების მიმართ. მათ შორის არიან ძალოვნებიც.

მსგავსი თემები