რუსეთი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობას აჩერებს

რუსეთის სახელმწიფო დუმამ და ფედერაციის საბჭომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში რუსეთის დელეგაციის მონაწილეობის შეჩერების შესახებ ერთობლივი განცხადება მიიღეს. გარად ამისა, ის წყვეტს ორგანიზაციის ბიუჯეტში შენატანის გადახდას.

რუსეთის პარლამენტის ორივე პალატა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას ადანაშაულებს „მიკერძოებულ დისკრიმინაციულ მიდგომებში, ორმაგ სტრანდარტებში, ტოტალურ რუსოფობიაში.

აღსანიშნავია, რომ მანამდე რუსეთის დელეგაციამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის, სულ მცირე, ორ სესიაში მონაწილეობაზე უარი თქვა – ერევანში 2023 წლის შემოდგომის სესიაში და ვენაში 2024 წლის ზამთრის სესიაში. ვიზების მიღებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო რუსეთის ფელეგაცია არ იმყოფებოდა დიდ ბრიტანეთსა და კანადაში 2022 და 2023 წლებში ჩატარებულ სხდომებზე.

მსგავსი თემები