მიენიჭოს ბუდუ ზივზივაძეს საპატიო ქუთაისელის წოდება – გიორგი კილაძე

მიენიჭოს ფეხბურთელ ბუდუ ზივზივაძეს საპატიო ქუთაისელის წოდება. ინიციატივით ქუთაისის საკრებულოს წევრი გიორგი კილაძე გამოდის. მისი თქმით, ევროპის ჩემპიონატზე, სადაც საქართველოს ნაკრებმა მნიშვნელოვანი შედეგი აჩვენა, ერთადერთი ქუთაისელი მონაწილე ბუდუ ზივზივაძე იყო და მას საპატიო ქუთაისელის წოდება ეკუთვნის.

,,მხოლოდ ერთი ქუთაისელი იყო “ევრო 2024″-ზე და ეს ბუდუ ზივზივაძე იყო. ამიტომ მიენიჭოს მას საპატიო ქუთაისელის წოდება.

ქუთაისის მერიავ და საკრებულო, ერთი საქმე მაინც გააკეთეთ ქუთაისისთვის და ქუთაისელებისთვის”, – ამბობს პარტია “ახალის” წევრი გიორგი კილაძე.

მსგავსი თემები