,,ჩართეს ახალი ხერხი, ლობისტური კომპანიის დაქირავება, რომ შეაცოდონ ხალხს სააკაშვილი”- ირაკლი კობახიძე

,,ჩართეს ახალი ხერხი, ლობისტური კომპანიის დაქირავება, რომ შეაცოდონ ხალხს სააკაშვილი,”- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ”პატიმარი უნდა იხდიდეს სასჯელს”.

,,მათ ჰქონდათ ყველანაირი მცდელობა, რომ ხელი შეეწყოთ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის. მათ შორის, ისინი თავად მოუწოდებდნენ სააკაშვილს თვითდაზიანებისკენ, მათი ტელევიზიის ლიდერები პირდაპირ მოწოდებას ავრცელებდნენ თვითდაზიანების თაობაზე, მთელი კამპანია ჰქონდათ აწეული, თუმცა ამას ვერ მიაღწიეს. ახლა ჩართეს ახალი ხერხი. ეს არის ლობისტური კომპანიის დაქირავება, პიარ კომპანიის დაქირავება და პიარის თემა უნდა იყოს რა, რომ შეაცოდონ ხალხს სააკაშვილი იმისათვის, რომ ფონი შექმნან მისი გათავისუფლებისთვის, ეს არის პრინციპულად არასწორი. პატიმარი უნდა იხდიდეს სასჯელს,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები