ბაბაევს მოსამართლემ 1000 ლარიანი გირაო შეუფარდა – პროკურატურა 10 000-ს ითხოვდა

იოსებ ბაბაევს აღკკვეთის სახით 1000 ლარიანი გირაო შეეფარდა. გადაწყვეტილება გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, გოგა კუპრეიშვილმა ცოტა ხნის წინ მიიღო. პროკურატურა ბაბაევისთვის 10 000 ლარიან გირაოს ითხოვდა, დაცვის მხარე კი მისი აღკვეთის გარეშე დატოვებას.

სამოქალაქო აქტივისტსა და ანტისაოკუპაციო რესტო ბარის მფლობელს, იოსებ ბაბაევს იარაღის უკანონო ფლობას ედავებიან. ბრალი ოფიციალურად მას დღეს წაუყენეს.

შეგახსენებთ, რომ იოსებ ბაბაევი 5 ივნისის ღამეს დააკავეს. პოლიციამ მას ჩასაფრება იმ ტერიტორიაზე მოუწყო, რომელიც სათვალთვალო კამერებით არ კონტროლდება. მას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებოდნენ, თუმცა უფლებადამცველისა და მეგობრების ინფორმაციით, “მაკაროვი” და “კალაშნიკოვი” მანქანაში ბაბაევს პოლიციელებმა ჩაუდეს.

მსგავსი თემები