“როგორც ამბობენ, მარიხუანის წარმოებას ძალიან დიდი ეკონომიკური ეფექტი ექნება” – სიმონ ნოზაძე

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ თავმჯდომარე, ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატის, სიმონ ნოზაძის განცხადებით, ამბობენ, რომ მარიხუანის წარმოებას ძალიან დიდი ეკონომიკური ეფექტი ექნება საქართველოსთვის და წინასწარი გათვლებით, მსოფლიო ბაზარზე დაახლოებით მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროდუქციის გატანას შეძლებს.

“როგორც ამბობენ, მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების კანაფის გატანა საქართველოსთვის პრობლემას არ წარმოადგენს და მარიხუანის წარმოებას ძალიან დიდი ეკონომიკური ეფექტი ექნება. თუმცა, ეს საკითხი ჯერჯერობით ეკონომიკურად არ არის გაანგარიშებული და ყოველმხრივ აწონილი. როცა პროექტი განსახილველად შემოვა პარლამენტში, ამის შემდეგ დაითვლება მისი ეკონომიკური ეფექტი და ის თუ, ქვეყნის შიგნით რა პროცესები შეიძლება გამოიწვიოს ამ გადაწყვეტილებამ. სახელმწიფოს სჭირდება თანხა იმისთვისაც, რომ უმკურნალოს არა მხოლოდ მარიხუანის, არამედ მძიმე ნარკოტიკების მომხმარებლებს. ამ ყველაფერისთვის ბიუჯეტიდან თანხების გამოძებნაა საჭირო”, – განაცხადა სიმონ ნოზაძემ დღეს, “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, მარიხუანის გავრცელებას ქვეყანაში დღეს კანონი ხელს ვერ უშლის, გაზრდილია მისი მოხმარება. ახლა საუბარია იმაზე, რომ ყველანაირი ბერკეტი ამუშავდეს, რათა შეიზღუდოს მისი მოხმარების არეალი​. თუმცა, ამაზე უნდა იმსჯელონ არა მხოლოდ პარლამენტარებმა, არამედ მეცნიერებმა, ექსპერტებმა და სფეროს სპეციალისტებმა.

“მიუხედავად იმისა, რომ მარიხუანას გავრცელება საქართველოში დღეისთვის არ არის ლეგალიზებული, მომხმარებლებს მისი შეძენის პრობლემა არ აქვთ. სამწუხაროდ, გამოიწვია ამან მარიხუანის მოხმარების ზრდა. ახლა საუბარია იმაზე, რომ ყველანაირი ბერკეტი ამუშავდეს, რათა შეიზღუდოს მისი მოხმარების არეალი. რაც შეეხება კულტივაციას და მოყვანას, თუ კი სახელმწიფო ამას გააკონტროლებს და შიდა ბაზარზე არ მოხვდება, ალბათ, შესაძლებელია ამის დაშვება. ამას მსჯელობა სჭირდება და მხოლოდ პარლამენტარები არ ეყოფა. საჭიროა მეცნიერებთან, ექსპერტებთან და სფეროს სპეციალისტებთან ერთად ამ საკითხზე მუშაობა”, – აცხადებს დეპუტატი სანდრო ნოზაძე.

მსგავსი თემები