თურქეთში ტურისტული ავტობუსი ავარიაში მოხვდა

თურქეთში, ქალაქ ანტალიაში, ტურისტული ავტობუსი ავარიაში მოხვდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ავტობუსის ადგილობრივი მძღოლი დაიღუპა და 20 ტურისტი დაშავდა. მათგან 16 რუსეთის მოქალაქეა, 4 კი ბელარუსის.

შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ტურისტები, ავტობუსით, სასტუმროდან აეროპორტისკენ მიემართებოდნენ. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

მსგავსი თემები