,,ქოცრეჟიმი მასამართლებს იმისთვის, რომ სადამსჯელო რაზმმა გამიტაცა და ჩამიტარა ეგზეკუცია” – ქაცარავა

დავით ქაცარავა დაკითხვაზე სასამართლოშია დაბარებული. ჯერჯერობით, უცნობია რა დარღვევას ედავებიან სამართალდამცავები.

,,გუშინ მომივიდა შეტყობინება სასამართლოდან :
5 ივლისს ქოცრეჟიმი მასამართლებს იმისთვის, რომ 14 მაისს სადამსჯელო რაზმმა გამიტაცა და ჩამიტარა ეგზეკუცია.

ალბათ, მოიყვანენ პოლიციელებს და ტრადიციულად ათქმევინებენ, რომ სამხრე კამერები გათიშული იყო და აი ზუსტად მაგ დროს დედის რძე ვაგინე მათ.

რაც გამიკეთეს ამ ჯალათებმა, კი იყვნენ ამისთვის საგინებლები, მაგრამ მართლა არ მიგინებია. არც შარდი შემისხამს მათთვის(საბურთალოს გამგეობის თანამშრომელმა სცადა ამ ჭორის გავრცელება.

მოკლედ, 5 ივლისს შაპიტოს მორიგი სხდომა გაიმართება.

ფოტოს კი შეხსენებისთვის ვამატებ, თუ რისთვის უნდა გამასამართლონ ამ რუსის მონებმა.

დრონი მეფობენ, დრონი”, – წერს ქაცარავა.

მსგავსი თემები