ინდოეთში, რელიგიურ დღესასწაულზე დაწყებული ჭყლეტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 116-მდე გაიზარდა

ინდოეთში, ჭყლეტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 116-მდე გაიზარდა. CNN-ის ცნობით, დაღუპულთა შორის 108 ქალი და შვიდი ბავშვია.

შემთხვევა უტარ პრადეშის შტატში რელიგიური ღონისძიების დროს მოხდა. რელიგიური ღონისძიების ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ, მათი ვარაუდით, ღონისძიებას 80 000 ადამიანი უნდა დასწრებოდა, თუმცა მოსალოდნელზე გაცილებით მეტი ადამიანი მივიდა.

ადგილობრივი ოფიციალური პირების თქმით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მსგავსი თემები