ისრაელის სამხედრო ხელმძღვანელობას ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა სურს

“ისრაელის სამხედრო ხელმძღვანელობას სურს ცეცხლის შეწყვეტა ღაზაში მაშინაც კი, თუ არაბული სექტორის მართვას „ჰამასი“ გააგრძელებს”, – ინფორმაციას „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, გენერლებს სჯერათ, რომ მუდმივი ცეცხლის შეწყვეტა საუკეთესო გზაა დარჩენილი მძევლების გასათავისუფლებლად და ასევე ისრაელის თავდაცვის ძალებს სჭირდებათ მარაგის შევსება ლიბანში „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ პოტენციური ომის წინ.

მსგავსი თემები