ინდოეთში რელიგიურ ღონისძიებაზე ჭყლეტის შედეგად სულ მცირე 60 ადამიანი დაიღუპა

ინდოეთის ჩრდილოეთში, შტატ უტარ პრადეშში, რელიგიურ ღონისძიებაზე ჭყლეტის შედეგად 60 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია სულ მცირე 150 ადამიანი, ისინი საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი. ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.

„ამჟამად ზუსტ რაოდენობას ვერ გეტყვით, მაგრამ ეს დაახლოებით სამოცია. არსებობს შესაძლებლობა, რომ მსხვერპლი გაიზარდოს“, – განუცხადა Reuters-ს სატელეფონო საუბრისას მანიშ ჩიკარამ, რაიონის პოლიციის სპიკერმა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. როგორც მედიასაშუალებები იტყობინებიან, ღონისძიებას 1500 ადამიანამდე ესწრებოდა, თუმცა მათ მხოლოდ 5000 ვიზიტორის მიღების უფლება ჰქონდათ.

როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, დამსწრეები რელიგიურ ლიდერთან, სახელად ბჰოლ ბაბასთან შეხვედრას ჩქარობდნენ და სწორე ამას მოჰყვა ჭყლეტაც.

მსგავსი თემები