გიორგი მამარდაშვილის პირველი კომენტარი საქართველოში დაბრუნების შემდეგ

ეროვნული ნაკრები სამშობლოშია.  გთავაზობთ გიორგი მამარდაშვილის პირველ კომენტარს საქართველოში დაბრუნების შემდეგ.

„მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივარს, რომელიც აეროპორტში დაგვხვდა.  არ ვფიქრობ, რომ ქვეყანაში პირველი ადამიანი ვარ – მე ჩემს საქმეს ვაკეთებ უბრალოდ, თუ ვინმე ასე ფიქრობს, ძალიან დიდი მადლობა.

ახლა უნდა დავისვენო, ჩემს მომავალს რაც შეეხება, „ვალენსიასთან“ 3-წლიანი კონტრაქტი მაქვს და არაფერს ვგეგმავ.

მინდა ბავშვებს ვუთხრა, დაიჯერონ თავიანთი თავების, იშრომონ, ივარჯიშონ და საქმეს მიჰყვნენ, აუცილებლად გამოუვათ“, – განაცხადა გიორგი მამარდაშვილმა „ტვ პირველთან“.

მსგავსი თემები