ქვემო ქართლში, ავიაკატასტროფის ადგილას საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

ქვემო ქართლში, ავიაკატასტროფის ადგილას პოლიცია და სამაშველო სამსახურია მობილიზებული. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველში, დაუსახლებელ ტერიტორიაზე, გეგმიური სამხედრო სწავლების დროს, სამხედრო ვერტმფრენი სუ-25 ჩამოვარდა. დაღუპულია თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი, კახაბერ ზურაბაშვილი.

შემთხვევის მიზეზების დადგენის მიზნით, თავდაცვის უწყების შესაბამისი სამსახურები დეტალურ გამოკვლევას აწარმოებენ.

მსგავსი თემები