დაჭრილი კაცი გორში სტუმრად იმყოფებოდა – ახალი დეტალები

გორში, კომბინატის დასახლებაში, გვიან ღამით, 40 წლამდე ასაკის კაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ის დასავლეთ საქართველოდანაა და გორში სტუმრად იმყოფებოდა, ადგილობრივებთან დაპირისპირება მოუვიდა, რაც დაჭრით დასრულდა.

დაჭრილს სამედიცინო დახმარება გორის ჰოსპიტალში გაუწიეს. ექიმის ცნობით, დაჭრილს აღენიშნება ბასრი საგნით მიყენებული სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები და ამ დროისათვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიიდან უკვე ამოიღეს ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

მომხდარზე შსს-ს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მსგავსი თემები