ვიქტორ ორბანი კიევში ჩავიდა

უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ პირველად დღეს, 2 ივლისს ჩავიდა. უკრაინული მედიის ცნობით, ის უკვე კიევშია. გავრცელებული ინფორმაციით, ორბანი უნგრეთის საელჩოში მივიდა.

ორბანი უკრაინაში ბოლოს 2012 წელს იმყოფებოდა, როცა პრეზიდენტი პრორუსი იანუკოვიჩი იყო.

ორბანი დღეს სავარაუდოდ, მოლაპარაკებებს გამართავს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და სხვა მაღალჩინოსნებთან.

მსგავსი თემები