“ვამაყობ, რომ ამერიკელი ვარ!” – ტრამპი

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი  აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ტრამპს თანამდებობაზე ყოფნისას განხორციელებული ოფიციალური ქმედებებისთვის იმუნიტეტი აქვს, მაგრამ არა პირადი ქმედებებისთვის.

„დიდი გამარჯვება ჩვენი კონსტიტუციისა და დემოკრატიისთვის. ვამაყობ, რომ ამერიკელი ვარ!“ – დაწერა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება 6 ხმით 3-ის წინააღმდეგ მიიღო.

მსგავსი თემები