“უფრო ძლიერები დავბრუნდებით”- დავითაშვილი

„ერთად შევქმენით ეს ისტორია და აუცილებლად უფრო ძლიერები დავბრუნდებით“ – ამის შესახებ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი სოციალურ ქსელში წერს. დავითაშვილი გულშემატკივრებს მადლობას უხდის.

“თითოეული ჩვენგანის ოცნება იყო აქ მოხვედრა და თამაში. ეს ყველაფერი თქვენთან ერთად გავაკეთეთ. მადლობა მინდა, გადაგიხადოთ გვერდში დგომისთვის და გულშემატკივრობისთვის. ამ გუნდის წევრობით ამაყი ვარ, ერთად შევქმენით ეს ისტორია და აუცილებლად, უფრო ძლიერები დავბრუნდებით” – წერს დავითაშვილი.

 

მსგავსი თემები