„აიაქსმა“ და „მეცმა“ გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. ინფორმაციას ნიდერლანდური კლუბი ავრცელებს.
მათი ცნობით, ფრანგულ „მეცს“ საქართველოს ნაკრების წევრის დაბრუნება 13 მილიონი ევრო დაუჯდა. „აიაქსი“ მიქაუტაძეს წარმატებებს უსურვებს.