,,რუსეთთან მოლაპარაკება შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ შუამავლების მეშვეობით” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Philadelphia Inquirer-თან ინტერვიუში ისაუბრა პუტინთან მოლაპარაკებების შესაძლებლობაზე და თქვა, რომ ამის ერთადერთი ვარიატნია შუამავლების ჩართულობა, როგორც ეს გაკეთდა შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის განხილივისა და შექმნისას.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, მაშინ უკრაინა მოლაპარაკებას აწარმოებდა არა რუსეთთან, არამედ გაეროსთან და თურქეთთან.

,,მათ, თავის მხრივ, აიღეს ჩვენთან მოლაპარაკების პასუხისმგებლობა, შემდეგ კი რუსეთის ფედერაციასთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების. ასე იმუშავა: ორი სარკისებური შეთანხმება გაეროსა და თურქეთს შორის”, – თქვა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები