ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის ქმედებები უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ასამბლეამ ბუქარესტში გამართულ შეხვედრაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული აგრესიის შესახებ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ  ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების აუცილებელი წინაპირობა რუსეთის ფედერაციის დეკოლონიზაციაა. ინფორმაციას უკრაინული მედია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის დელეგაციის წევრზე, სახალხო დეპუტატ პაველ ფროლოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუციაში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დროს რუსეთის ქმედებები უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა და ორგანიზაციის ყველა წევრს მოუწოდა, წვლილი შეიტანონ ყირიმის და უკრაინის ყველა სხვა დროებით ოკუპირებული ტერიტორიის დეოკუპაციაში “მშვიდობის ფორმულის“ მხარდაჭერის გზით.

 

მსგავსი თემები