მინისტრობის კანდიდატებს პარლამენტში ხვალ მოუსმენენ

საქართველოს პარლამენტის ბიუროში მთავრობის ახალი სტრუქტურა და  შემადგენლობა წარდგენილია. შესაბამისად, საპარლამენტო კომიტეტებში მინისტრობის კანდიდატთა მოსმენა ხვალ დილის 10 საათიდან დაიწყება. კანდიდატებს ხვალვე მოუსმენენ საპარლამენტო ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის ფორმატში.

განახლებულ მთავრობაში სამი ახალი მინისტრია წარმოდგენილი.
7 მინისტრი კი უცვლელია.

მინისტრობის კანდიდატები გადანაწილდებიან და მათ საპარლამენტო კომიტეტებზე შემდეგი გრაფიკით მოუსმენენ:

10:00 საათზე – ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე;

10:00 საათზე  აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე;

11:00- საათზე განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და  ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე;

11: 00 საათზე – დიასპორისა და კავკასიის საკითხთა, ევროპასთან ინტეგრაციის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე. 12:00 საათიდან კი მინისტრები საპარლამენტო ფრაქციებში გადაინაცვლებენ.

14:00 საათზე საპარლამენტო უმცირესობის სხდომა გაიმართება, 15:30 საათზე კი საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა.

14 ივლისს კი, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ჩატარდება, სადაც მთავრობას ნდობას გამოუცხადებენ .

მსგავსი თემები