20 წლის გოგონა გაუჩინარდა – საქართველო-პორტუგალიის თამაშამდე ცოტა ხნით ადრე სახლიდან გავიდა და მას შემდეგ კვალი დაიკარგა

დაიკარგა 20 წლის ნინიკო გიორგაძე. ის სახლიდან 26 ივნისს გავიდა და მას შემდეგ ოჯახთან კონტაქტზე აღარ გასულა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში დაკარგულის ახლობელი ნათია გვანცელაძე ავრცელებს.

„გთხოვთ, გაავრცელეთ. ვეძებთ! დაიკარგა ნინიკო გიორგაძე, 20 წლის. სახლიდან გავიდა 26 ივნისს, დაახლოებით, დღის 4-5 საათისთვის. კონტაქტზე აღარ გამოსულა. გთხოვთ, ნებისმიერი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 597 33 43 29“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი თემები