,,პირობები, რომლებიც პუტინმა წამოაყენა უკრაინაში ომის დასასრულებლად, ,,მიუღებელია” – ტრამპი

ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატებს, ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის პირველი სატელევიზიო დებატები გაიმართა. ტრამპი არაერთხელ დაესხა თავს ბაიდენს ეკონომიკასა და მის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით, ბაიდენმა საპასუხოდ ისაუბრა მის ნასამართლეობაზე და 2020 წლის არჩევნების საკითხზე. საუბარი არაერთ საკითხთან ერთად შეეხო უკრაინაში რუსეთის ომსაც.

ბაიდენის თქმით, ვლადიმირ პუტინი არის ,,ომის დამნაშავე”, რომელსაც სურს აღადგინოს ,,ძველი საბჭოთა იმპერიის” ნაწილი.

,,როგორ ფიქრობთ, მას სურს უკრაინაში გაჩერება?… როგორ ფიქრობთ, რა დაემართება პოლონეთს, ბელარუსს, ნატოს იმ ქვეყნებს?”- თქვა მან.

მისი თქმით, ტრამპმა პუტინს უთხრა, გააკეთე , ,,რაც გინდა”, რაც ტრამპმა უარყო. კითხვაზე, მისაღებია თუ არა პუტინის პირობები ომის დასრულებაზე, ტრამპი პასუხობს – ,,არა, ისინი მიუღებელია”. მისივე მტკიცებით, პუტინმა გადაწყვიტა შეჭრა, რადგან დაინახა, რამდენად არაკომპეტენტური იყო ბაიდენის გუნდი ავღანეთის ომიდან გამოსვლისას. მისივე თქმით, ღაზის სექტორში ომი არ იქნებოდა პრეზიდენტი ის რომ ყოფილიყო.

,,ნამდვილი პრეზიდენტი რომ გვყოლოდა, პრეზიდენტი, რომელსაც პუტინი პატივს სცემდა, ის არასოდეს შემოიჭრებოდა უკრაინაში”, – თქვა ტრამპმა.

მსგავსი თემები