რუსეთში, ტამბოვის ოლქში, ნავთობის ბაზაზე დრონით თავდასხმა იყო

დილით დრონით თავდასხმა იყო რუსეთში კიდევ ერთ ნავთობის ბაზაზე. ტამბოვის ოლქის გუბერნატორის, მაქსიმ ეგოროვის თქმით, უკრაინული დრონით თავდასხმა მიჩურინსკის მუნიციპალურ ოლქში მოხდა და გაჩნდა ხანძარი.

მისივე თქმით, მსხვერპლი არ ყოფილა, ხოლო ბაზიდან უახლოესი დასახლება 3 კილომეტრშია და თუ საჭიროება იქნება, მოხდება მოსახლეობის ევაკუაცია.

ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, ცეცხლი ლოკალიზებულია და ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.

მსგავსი თემები