უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ამირან ზოიძე დაიღუპა

რუსეთ-უკრაინის ომს კიდევ ერთი ქართველი სამხედრო შეეწირა. ავდიივკის მიმართულებაზე მიმდინარე ბრძოლებში, ოკუპანტებთან დაპირისპირებაში გმირულად დაეცა სპეც.დანაყოფ ,,თბილისის” მებრძოლი ამირან ზოიძე. ამის შესახებ სპეც-დანაყოფის Facebook-გვერდზე ინფორმაცია დღეს გამოქვეყნდა. უკრაინაში რუსეთის საომარ მოქმედებებს 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მსგავსი თემები