პარლამენტში 28 ივნისს უსაფრთხოების ყვითელი დონე ამოქმედდება

საქართველოს პარლამენტი  უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს.  განცხადების თანახმად, მიმდინარე წლის 28 ივნისს,  საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. ბრძანების შესაბამისად, დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის და პლენარულ სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.

შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს სამი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე.

ხვალ, 28 ივნისს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარლამენტში მოხსენებას წარადგენს.

მსგავსი თემები