რუსეთში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

რუსეთში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას რუსული მედია საგანგებო სამსახურებზე დაყრნდობით ავრცელებს.

ავარია რუსეთის კომის რესპუბლიკაში მოხდა. ვორკუტა-ნოვოროსიისკის რეისის სამგზავრო მატარებლის ცხრა ვაგონი ლიანდაგებიდან გადავიდა. მატარებელში 195 მგზავრი და რკინიგზის 20 თანამშრომელი იმყოფებოდა.

ამჟამად საავადმყოფოში რვა ადამიანი რჩება, მათ შორის ერთი მოზარდი რეანიმაციულ განყოფილებაშია.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები შემთხვევის ადგილზე დასრულებულია. სარკინიგზო კატასტროფის სავარაუდო მიზეზად ძლიერი წვიმის შედეგად ლიანდაგის დაზიანება სახელდება.

მსგავსი თემები