„უნგრეთი მხარს ვერ დაუჭერს ურსულა ფონ დერ ლაიენის კანდიდატურას“ – ორბანი

„უნგრეთი მხარს ვერ დაუჭერს ურსულა ფონ დერ ლაიენის კანდიდატურას, რადგან მან კანონის უზენაესობა, მნიშვნელოვანი ევროპული ღირებულება, უნგრეთის წინააღმდეგ პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენა“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა.

უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელის განცხადებით, სოციალისტებმა და ლიბერალებმა ჩამოაყალიბეს კოალიცია, რომელიც არის სიცრუის კოალიცია.

„ჩვენ არ გვაქვს მიზეზი, მხარი დავუჭიროთ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას“, – აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.

მსგავსი თემები