,,ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვან დროს ემთხვევა, ჩვენ საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ისტორიული მიღწევები ვნახეთ” – ჯეიჰუნ ბაირამოვი

ევრო 2024-ზე საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატებას საქართველოში ვიზიტად მყოფი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიჰუნ ბაირამოვი გამოეხმაურა.

„მე ვთვლი, რომ ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვან დროს ემთხვევა. ჩვენ საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ისტორიული მიღწევები ვნახეთ. დღეს ჩემს ძვირფას კოლეგასთან ერთად საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტსა და სფეროებზე ვისაუბრეთ. განვიხილეთ როგორც წარსული მიღწევები, ასევე სამომავლო გეგმები. საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა მრავალმხრივია და ძალიან ინტენსიურად ხორციელდება“, – განაცხადა ჯეიჰუნ ბაირამოვმა ქართველ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ვიზიტით იმყოფება. ჯეიჰუნ ბაირამოვი უკვე შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს.

მსგავსი თემები