რუსეთში სერიული მკვლელი ციხიდან გამოუშვეს და უკრაინაში საომრად გაგზავნეს

რუსეთში სერიული მკვლელი, იური გრიცენკო, მეტსახელად ,,ზელენოგრად ჩიკატილო” ციხიდან გაათავისუფლეს და უკრაინაში საომრად გაუშვეს. ინფორმაციას Настоящее Время ავრცელებს.

უშიშროების ძალებთან დაკავშირებული ტელეგრამის არხის ცნობით, გრიცენკო სამედიცინო ევაკუაციის ოცეულში მსახურობს. 62 წლის სერიული მკვლელი ამ ზაფხულს უნდა გაეთავისუფლებინათ. ის ციხეში 22 წლის მანძილზე 6 ქალის მკვლელობისა და 10-ის დაჭრისთვის იხდიდა სასჯელს.

არსებული ინფორმაციით, გრიცენკო შინაგან საქმეთა ორგანოების ყოფილი თანამშრომელია. მან ომში წასვლა ფულის სანაცვლოდ თავად ითხოვა. მას მხოლოდ ეგრეთ წოდებული ,,სპეციალური სამხედრო ოპერაციის” (როგორც რუსეთის ხელისუფლება უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრას უწოდებს) დასრულების შემდეგ გაათავისუფლებენ.

მსგავსი თემები