კორონავირუსის გამო, იტალიაში, ლომბარდიისა და ვენეტოს რეგიონებში მცხოვრებ ქართველებს საელჩო მითითებებს აძლევს

კორონავირუსის გავრცელების გამო, იტალიაში საქართველოს საელჩო ლომბარდიისა და ვენეტოს რეგიონების მცხოვრებლებს მითითებებს აძლევს.

„მოქალაქეთა თანამშრომლობა ფუნდამენტურია კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად!

ლომბარდიის რეგიონის მითითებები:

მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობენ ლომბარდიის რეგიონის კომუნებში (21 თებერვლის განკარგულებაში მითითებული კომუნები) და აღენიშნებათ გრიპის სიმპტომები, არ უნდა მივიდნენ სასწრაფო სამედიცინო სამსახურში, არამედ უნდა დარეკონ რეგიონის ცხელ ხაზზე 800.89.45.45 ან 112-ზე ან საერთო ინფორმაციის გასაგებად 1500-ზე.

დეტალური ინფორმაციის გასაგებად შებრძანდით ლომბარდიის რეგიონის ვებგვერდზე!

ვენეტოს რეგიონის მითითებები:

მოქალაქეებმა, რომლებსაც ეჭვი აქვთ, რომ კონტაქტში იყვნენ ინფიცირებულ პირებთან, მაგრამ არ აქვთ სიმპტომები ან აქვთ მსუბუქ ფორმებში, როგორიცაა სიცხე ან/და ხველა რესპირატორული გართულებების გარეშე, არ უნდა დარეკონ 118-ზე და არ უნდა მიმართონ საავადმყოფოს. უნდა დარეკონ ცხელი ხაზის ნომერზე – 800.46.23.40. ეჭვისა და ვარაუდის დროს დარეკეთ 1500-ზე, სიმპტომების აღმოჩენისას არ მიმართოთ საავადმყოფოს! დარეკეთ 118-ზე!

თვალყური მიადევნეთ რეგიონის სოციალურ ქსელებს: http:// https://twitter.com/RegioneVeneto  https://www.facebook.com/RegionedelVeneto

დეტალური ინფორმაციის გასაგებად შებრძანდით ვენეტოს რეგიონის ვებგვერდზე!“, – აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც იტალიაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

მსგავსი თემები